საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი რეაქციებია. გიგი უგულავას თმით, ადამიანი რომელიც გააგდეს ქვეყნიდან, ის აუცილებლად დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
"როდესაც ოდისევსი წავიდა, ის აუცილებლად დაბრუნდება. ოდისევსის დაბრუნება არის ჟანრის, ლოგიკის ნაწილი. ადამიანი რომელიც გააგდეს ქვეყნიდან, ის აუცილებლად დაბრუნდება თავის ქვეყანაში. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა მიიღებს გადაწყვეტილებას დაბრუნებასთან დაკავშირებით, ეს იქნება ვაჟკაცური ნაბიჯი და რა მოხდება და როგორ მოხდება, ეს უკვე დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე, ასევე ეყოფა, თუ არა კეთილგონიერება მმართველ ძალას,"- აცხადებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან გიგი უგულავა.
განსხვავებულად ფიქრობენ "სტრატეგია აღმაშენებელში". გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახლა მთავარი საფიქრალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლა და არა სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლაა.
"საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი. ეს არჩევნები არის რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ არა იმაზე, ვინმე ჩამოვა თუ არა საქართველოში. ყველას მივმართავ, გავასწოროთ სამიზნე მომავალზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე, ვისაც უნდა დაელოდოს,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.