მიხეილ სააკაშვილი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა, ის საზღვრიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აღმოჩნდება - ასეთი მმართველი გუნდის პოზიცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
"საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდება უკვე არაერთი წელია, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა მან იმედები საკუთარ ამომრჩეველს. მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე ალბათ ახლაც გაუჭირდება ამ ანონსის შესრულება, ვნახოთ, თუ შემოვა, მას ამ შემთხვევაში მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს. რაის 40 000 - 5 000 კაცი ვერ შეკრიბეს აქციები როცა ჰქონდათ.
არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ლამაზად საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი,"- აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილის მიმართ სასმართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა აღსრულდეს.
"მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე, რომელიც გასამართლებულია საქართველოში. სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წელი, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 6 წელი აქვს მისჯილი და ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე ფიქრობს ეს განაჩენი უნდა აღსრულდეს. არ მეგულება საქართველოში 40 000 ადამიანი, რომელიც იქნებოდა წინააღმდეგი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი არ უნდა აღსრულდეს. ყველაფერი იქნება მარტივად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვა,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.