16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"ქართული ოცნების" რუსთავის ოლქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები - ვის რა რეიტინგი აქვს წინასაარჩევნოდ

"ქართულმა ოცნებამ" მუნიციპალური არჩევნების წინ რუსთავის ოლქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.

დოკუმენტის მიხედვით, მმართველი გუნდი ქალაქში თითქმის 50 %-იანი რეიტინგით ლიდერობს, რაც საკრებულოში სავარაუდო 23 მანდატს ნიშნავს. უფრო მაღალია "ოცნების" მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის მხარდაჭერის მაჩვენებელი. კვლევის შედეგად მას ამომრჩევლის 53.5% ემხრობა. 

მმართველი პარტიის კვლევის შედეგებს არ ენდობა ნინო ლაცაბიძის კონკურენტი. დავით კირკიტაძე 36.8 პროცენტით მეორე ადგილს იკავებს.

სოციოლოგიური კვლევის შედეგების რეალურობაში დარწმუნებულია თავად ნინო ლაცაბიძე.

"ქართული ოცნების" დაკვეთით, რუსთავში სოციოლოგიური გამოკითხვა 7-10 სექტემბერს ჩატარდა. კვლევისთვის, პირდაპირი ინტერვიუ 1400-ზე მეტ მოქალაქესთან ჩატარდა. მიღებული შედეგების ცდომილება კი 3 პროცენტს შეადგენს.

დღის ამბები