წინასაარჩევნო მარათონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს ხვდებიან და ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამებს აცნობენ. ისმენენ მათ მოთხოვნებს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
იმერეთის მასშტაბით, ოპოზიციასთან შეთანხმებული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა "ევროპულმა საქართველომ".
მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა სტეფანწმინდაში პარტია "ლელოს" ლიდერმა.
წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს "ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც. კახაბერ ლაბუჩიძე ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართა.