"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა სამტრედიის მერობის კანდიდატი, ჟუკიანა ფოფხაძე წარადგინეს.
აკაკი ბობოხიძეის თქმით, მათი პარტიის მერობის კანდიდატი ჟუკიანა ფოფხაძე თავისი კონკურენტებისგან მაღალი პასუხისმგებლობითა და საქმიანი უნარ-ჩვევებით გამოირჩევა.
როგორც ჟუკიანა ფოფხაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, უკვე წლებია რაც სამტრედიაში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს არჩევნების მნიშვნელობა შეახსენა და აქტიურობისკენ მოუწოდა.