16 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
კასპში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე იქნება 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 17 დღე რჩება. მმართველი პარტია რეგიონებში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს.

ამჯერად "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატი კასპში წარადგინა."ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატი, ვახტანგ მაისურაძე იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა. აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე ყველა იმ საჭირობებსა და გამოწვევებზე პასუხის გასაცემად, რაც რეგიონებში არის.

მერობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ის კარგად იცნობს რეგიონს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ამიტომაც მისი მიზანი იქნება, რომ საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით მოხდეს სოფლის მეურნეობის განვითარება.

გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

დღის ამბები