16 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს თამაშობს - გიგლა ბარამიძე

დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძის განცხადებით, გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობისთვის" სასარგებლო პოლიტიკური დღისწესრიგით მოქმედებს. 

"მე რატომღაც მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის თამაშს თამაშობს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბატონი გახარია. ამ მასალებს არ ვუკავშირებ, კომპლექსში, მასშტაბურად შევხედოთ. ეს მასალები ჩაივლის, მაგრამ ის რომ ეს ოპოზიციური ძალა არ ემზადება არჩევნებისთვის, რაიონებში არ დადიან, ხალხს არ ხვდებიან, ემზადებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს არეულობა და საერთოდ, არ უნდა იყოს საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაზე", როგორც პოლიტიკურ პარტიაზე. ის პოლიტიკური პარტია დიდი ხანია აღარ არის, მან მოახდინა თვითლუსტრირება, ის არის თვით გაბახების გზაზე დამდგარი პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელსაც უნდა დაარქვა არა პარტია, არამედ იზუმერული სექტა, რომლის ფილოსოფია არის - "ორი გვამი მომიტანეთ".  ამას იცით რატომ ვამბობ? იმიტომ, რომ ამ "ორი გვამის მოტანის" იქით, ისინი ვერ წავიდნენ. ამიტომ, იოლად შეიძლება იქნას დასაჯერებელი, რომ ეს არეულობაც მიდის ამ ფაილებამდეც კი," - განაცხადა გიგლა ბარამიძე. 

დღის ამბები