16 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
მოვა დრო, სუსი დაინგრევა და ყველა ამ რეპრესიული თვალთვალის სულისჩამდგმელი დაისჯება - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მცდელობა, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან კავშირი უარყოს, უსუსური თავის მართლებაა.

მისივე თქმით, მალე სუსის რეპრესიული პოლიტიკის ყველა სულისჩამდგმელი დაისჯება. 

"ამბობენ რაღაცას, რომელიც არგუმენტად ვერ გამოდგება, უსუსური თავის მართლებაა, მეტი არაფერი. მალე მოვა დრო, სუსი დაინგრევა და ყველა ადამიანი, მათ შორის ბრძანების გამცემი და სულის ჩამდგმელი ამ რეპრესიული თვალთვალისა, დაისჯება,"- აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები