16 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"დრო" არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით" - ელენე ხოშტარია 

გასაჯაროებული მასალების საფუძველზე ოპოზიცია ხელისუფლებას ტოტალურ მოსმენასა და უკანონო მიყურადებაში ადანაშაულებს. ერთ-ერთი ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს მამუკა ხაზარაძე. ის ამბობს, რომ იდენტური საუბარი ჰქონდა ერთ-ერთ მეუფესთან 2019 წელს.

შეფასება ამავე თემაზე გააკეთა პარტია ”დროას” თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ. 

"საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში არის დამონტაჟებული "ქართული ოცნების" ყური და თვალი. ეს არის უდიდესი ბოროტება. ჩვენ ჩვენი მხრიდან გვინდა განვაცხადოთ, რომ "დრო" არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება ეს შედიოდეს. მეორე, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პოლიცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუს-ის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული საქმიანობა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ბრალდებებს აბსურდს უწოდებს "ქართული ოცნება". მმართველი გუნდი პროვოკაციასა და წინასწარ დაგეგმილ კამპანიაზე ლაპარაკობს.

"წინასწარ ვაფრთხილებდით ჩვენს საზოგადოებას, რომ მოსალოდნელი იყო, რომ მათი საარჩევნო კამპანია სინამდვილეში იქნებოდა მედიური საარჩევნო კამპანია, რომელიც გაჯერებული იქნებოდა დეზინფორმაციით, ზიზღის ენით და სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ დღეს, როდესაც ხდება გარკვეული ამბების მოყოლა და ამის წარმოჩენა, თითქოს ეს არის ფაქტი და შემდეგ სხვა ადამიანებისთვის მოთხოვნა, რომ მათ თავი იმართლონ და ა.შ. ეს არის ტიპიური კამპანია დეზინფორმაციის, რომელიც ხდება,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები