16 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"როდემდე უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც გვისმენენ, გვითვალთვალებენ და დღევანდელ საძაგლობას წარსულით ამართლებენ" - გიორგი ვაშაძე

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" წინასაარჩევნო კამპანიას აჭარაში განაგრძობს. პოლიტიკური პლატფორმის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმის გუნდი წარადგინა, იქამდე კი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"როდემდე უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც გვისმენენ, ქვეყანაში, სადაც გვითვალთვალებენ, სადაც დღევანდელ საძაგლობას მუდმივად წარსულით ამართლებენ, ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემის და მუდმივად ცდილობს ტყუილით გადაფაროს აბსოლუტურად ყველაფერი, ქვეყანაში, სადაც აწმყო უპირისპირდება წარსულს და არსად არ არის მომავალზე ლაპარაკი.

დღეს, საქართველოში სიტყვამ ფასი დაკარგა, არაფრის თქმას თითქოს აზრი აღარ აქვს, რაც არ უნდა თქვა, გამოვა ვიღაც, მოიგონებს, შეთხზავს და იწყებს მტკიცებას, რომ ეს სიმართლეა. წარმოუდგენელია ამ რეალობაში ცხოვრება. დღეს "ქართულ ოცნებას" მუდმივად წარსული აწერია პირზე და წარსულის დანაშაულები, თვითონ რომ ამხელა დანაშაულს სჩადის?! თვითონ რომ წაართვა, ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეს მომავალი?! ამაზე არავინ საუბრობს. სწორედ ამიტომ შევქმენით მესამე ძალა, რომ გავარღვიოთ აწმყოსა და წარსულის ბრძოლის მოჯადოებული წრე, ჩვენ გვჭირდება მომავალი,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები