ძველი ავარიული შენობების დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსები - დედაქალაქის მერია ახალ პროექტს იწყებს. ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში, კახი კალაძის ინიციატივით იგეგმება 10 000-მდე აღრიცხული, თითქმის ნგრევის პირას მისული კორპუსის ჩანაცვლება სრულად თანამედროვე სტანდარტების შენობებით.
მერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ სახლებში ცხოვრება ოჯახებისთვის ყოველდღიურ საფრთხეს წარმოადგენს. დაპირება თბილისის მოქმედი მერისგან მოქალაქეებმა უკვე მიიღეს. ასევე, იგეგმება თვითნებურად აშენებული ავტოფარეხების დაშლა და მათ ნაცვლად მოსასვენებელი სკვერებისა და სივრცეების მოწყობა.