16 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია - მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად გრძელდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები აგრძელებენ შეხვედრებს, ესაუბრებიან ამომრჩეველს, აცნობენ საკუთარ ხედვებსა და პროგრამებს.

გეგმების შესახებ დღეს მხარდამჭერებს ანა დოლიძემ უამბო. ის მოქალაქეებს გალაქტიონის ხიდზე შეხვდა და პროგრამა - "მტკვარი ხალხისთვის" წარადგინა.

აქტიურად ხვდება საკუთარ ამომრჩეველს ნიკა მელია – მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან. მასთან ერთად დღეს მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემაც გააცნეს.

პოლიტიკური პარტიები  მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებასაც განაგრძობენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საერთო კანდიდატები ამჯერად სამტრედიაში წარადგინა. მერობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ბიბილეიშვილი იბრძოლებს.

სამტრედიაში მერობის კანდიდატი წარადგინა "ევროპულმა საქართველომაც". პარტიის სახელით მოახლოებულ არჩევნებში კენჭს ჟუკიანა ფოფხაძე იყრის. 

კანდიდატების დასახელებას განაგრძობს "სტრატეგია აღმაშენებელიც". მესამე ძალის ლიდერმა დღეს აჭარის გუნდი წარადგინა. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე 18 დღე რჩება. პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს და საარჩევნო პროგრამების გაცნობას აქტიურად განაგრძობენ.

დღის ამბები