საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეს გამოეხმაურა. მან ყველას მოუწოდა, გამოძიების დასრულებამდე ფაქტს სამართლებრივი კვალიფიკაცია არ მისცენ.
"აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დაშანტაჟებული. მოვლენებს სამართლებრივ კვალიფიკაციას თქვენ ნუ მისცემთ, ამისთვის არსებობს კომპეტენტური ორგანოები და მისცემენ ამას კვალიფიკაციას,"- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.