16 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
კობახიძე რასაც საუბრობს იმის თავადაც არ სჯერა, 2 ოქტომბერი უნდა იყოს საშველი... - ნიკა მელია ფარული ჩანაწერების საქმეზე

ოპოზიციის მერობის კანდიდატის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გაკვირვებას არ იწვევს.

"ფონი უკვე მათ იმდენად მძიმე აქვთ მათ, რომ ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ იწვევს გაკვირვებას. რასაც საუბრობს იმის თავადაც არ სჯერა. წარმოდგენა არ აქვს, რასაც დაუწერენ, იმას კითხულობს. ამიტომ 2 ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ჩათებში არეულობის სცენარს განიხილავენ, ერთ-ერთ მაგალითად კი მოჰყავს ციტატა ამ საუბრებიდან - "ქილერის აყვანა და ვინმეს გაგორება".

როგორც კობახიძე ამტკიცებს, მათი ინფორმაციით დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიზანი მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების სისხლიანი დეესკალაციაა.

დღის ამბები