16 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ესენი სისხლზეც არიან წამსვლელები - ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ირაკლი კობახიძის მსგავსად გიორგი ვოლსკიც ენმ-ს ხელწერას ხედავს

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი პარტიის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებს სრულად იზიარებს და ირაკლი კობახიძის სიტყვების სიზუსტეში დარწმუნებულია.

"სერიოზულად შეშფოთებულია "ნაცმოძრაობის" გუნდიც და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებიც. არ გამორიცხოთ არასდროს, რომ კიდევ მეტი იქნება ამის თაობაზე ინფორმაცია. არც ის გამორიცხოთ, რომ ის ადამიანები, ვინც მართავდნენ ქვეყანას და არაერთი მაგალითი გვაჩვენეს სადისტობის, ჩასაფრების, ადამიანის შეურაცხყოფის და სხვადასხვა კონსპორაციების კვლავ იქნებიან მიმდევრები ამ მეთოდების.

ფაილები იქნება, ჩანაწერები იქნება, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ ირაკლის სიტყვების სიზუსტეში. ესენი სისხლზეც არიან წამსვლელები და არავითარი გამოჟონვა ამას არ სჭირდება," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ჩათებში არეულობის სცენარს განიხილავენ, ერთ-ერთ მაგალითად კი მოჰყავს ციტატა ამ საუბრებიდან - "ქილერის აყვანა და ვინმეს გაგორება".

როგორც კობახიძე ამტკიცებს, მათი ინფორმაციით დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიზანი მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების სისხლიანი დეესკალაციაა.

დღის ამბები