16 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"ამ ფორმით ნარკოტესტს არ ჩავაბარებ" - ანა დოლიძის განცხადებით, ბუნებრივი მოთხოვნილებების საჯაროდ დაკმაყოფილება ადამიანების უფლებებს ლახავს

პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ის ნარკოტესტის ჩაბარებას იმ ფორმით, როგორც საქართველოში ხდება, არ აპირებს.

ანა დოლიძე ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი მეთოდით ნარკოტესტი არც მათ გაიკეთონ, რადგან პოლიტიკოსის განმარტებით კანონის ეს ფორმა მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. 

ანა დოლიძე ამბობს, რომ მოქმედი კანონი საბჭოთა მეთოდია და საჭიროებს ცვლილებას. 

"ნარკოტესტის ჩატარება დღეს მსოფლიოში ხდება თმის ღერის მეშვეობით, ეს ტექნოლოგია ყველგან არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩვენთან არის შენარჩუნებული საბჭოთა მეთოდი, სადაც საჯარო მოხელის თანდასწრებით, საჯაროდ გიწევს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ამ ფორმით, მე ამ ტესტს არ ჩავაბარებ. ცივილიზებული ფორმით ჩავაბარებ. ასევე, მოვითხოვ, რომ არც ერთმა ჩვენმა მოქალაქემ ამ ფორმით არ ჩააბაროს ნარკოტესტი, რადგან ის, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას ლახავს,"- აცხადებ ანა დოლიძე.   

დღის ამბები