ძალიან ჯანსაღი ინიციატივა წარადგინა კახა კალაძემ, რომელიც ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის ინიციატივამ ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით დაბნეულობა და გაღიზიანება გამოიწვია.
"აქ საინტერესო არის, რომ როდესაც გიორგი გახარიამ უარი თქვა ტესტის ჩაბარებაზე, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის ნიკა მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მელიამ და სხვებმა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია იყო გაჭედილი ამ თემაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ არის ძალიან მკაფიო ალიანსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის," - განაცხადა კობახიძემ.