16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
მამუკა მდინარაძემ ქარელში, ტელეოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის ვიდეომასალა წარმოადგინა - მისი თქმით, მასალა პარტიის ოფისის წინ არსებული კამერიდან არის ამოღებული

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქარელში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა, კიდევ ერთხელ ბრიფინგით გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძემ მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა და მედიის წარმომადგენლებს ქარელში, მათი შტაბის წინ არსებული კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები წარუდგინა, სადაც ჟურნალისტი ბექა ყორშია და დაშავებული ოპერატორი არიან ასახული.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი გუშინდელი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ასევე ზიზღის ენას, მანიპუალაციას, როგორც იტყვიან იყო სრული ბუკეტი იმისა, რაზეც ჩვენ 2 დღის წინ ვისაუბრეთ და ლუსტრირება მოვახდინეთ.

გუშინ გვარამიას წამოცდა ერთ-ერთ ჩართვაში, რომ ოპერატორი კი არ გადმოაგდეს, არამედ გადმოვარდა, ამაზე აღარ შევჩერდები.

კადრები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული, ჩვენი ოფისის წინ ქარელში არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდგომ იყო უგონო მდგომარეობაში. ასევე ის ამბობდა, რომ როდესაც სასწრაფოში რეკავდა ბექა ყორშია, მაშინაც ოპერატორი იყო უგონო მდგომარეობაში, კადრებში კი ჩანს, რომ ოპერატორი გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე.

მე "გავრისკავ" და მთელ პასუხისმგებლობას ავიღებ იმაზე, რომ ეს კადრები არის გადაღებული შემთხვევის შემდეგ. არის კადრი, სადაც ოპერატორი წყალს სვამს, ჯდება, იქ მოქალაქეების რეაქციებიც მეტყველებს იმაზე, რომ შემთხვევა უკვე მომხდარია და ეს ადამიანი დაბეჟილი და დაზიანებულია.

ოპერატორი უკანა სვლით მიდიოდა და მასთან ფიზიკური შეხება არავის ჰქონია, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც მოაჯირს წამოედო და კიბის ზედა საფეხურზე დაეცა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები