16 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"სოლიდარობა გამოუცხადა ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, გახარიას" - ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოტესტის ჩაბარების საკითხს ეხმაურება 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას ნარკოტესტის ჩაბარების საკითხს ეხმაურება. საქმე ეხება გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, რომელმაც ნარკოტესტი ავსტრიაში ჩააბარა. 

"შეიძლება ამას დავარქვათ სოლიდარობა, უბრალოდ გამოუცხადა სოლიდარობა ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, გახარიას და ალბათ ასე შეიძლება რომ მოინათლოს. არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ თუ ადამიანი არაფერს არ მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩაბარება. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება ყველა საჯარო მოხელის და ყველა პოლიტიკოსის, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე.

ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის აქტიური მომხმარებელი ნარკოტიკული საშუალებების და მისი ეს ლაივ ჩართვები არის ამის დამადასტურებელი, რომ იმის მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს და ხან უკლებს. ძალიან მარტივი ასახსნელია. გაუგებარია გახარიას ეს რეაქცია, თუმცა, მესმის სოლიდარობა, რომელიც ვნახეთ კანდიდატების მხრიდან, ეს კითხვებს ბადებს,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები