16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
არსებობს ალბათობა, რომ "ოცნების" ოფისის მიმდებარე კამერებზეც იყოს აღბეჭდილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი ან მის შემდგომ განვითარებული მოვლენები - ადვოკატი ქარელის ინციდენტზე

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც "მთავარი არხის" ოპერატორი დაშავდა, გამოძიება არასწორი მუხლით არის დაწყებული.

როგორც ადვოკატი ამბობს, საინტერესოა "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდებარე ვიდეო კამერების ჩანაწერები.

"გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია, თუმცა ვფიქრობთ არასათანადო მუხლით, იმიტომ, რომ აქამდე არსებული ინფორმაცია პირდაპირ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა განზრახ დანაშაულის ჩადენას და არა გაუფრთხილებლობით სხვისთვის სხეულის დაზიანების მიყენებას.

თავად "ქართული ოცნების" ოფისთან განთავსებულია 2 ვიდეოკამერა, არ ვიცი იმ ვიდეოკამერებზე რა მომენტი შეიძლება იყოს დაფიქსირებული. გარდა ამისა, ეს არის ცენტრალური ადგილი ქარელში, შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ სხვა კამერებზეც იყოს აღბეჭდილი ან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ან მის შემდგომ განვითარებული მოვლენები, იმიტომ, რომ ესეც საინტერესოა," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ფაქტს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.

"სისულელეა. ადამიანი მუშაობდა და სამუშაო პროცესში გადახტა აივნიდან და თან თავი დაიზიანა? ეს ხომ აბსურდია, მაგრამ როდესაც აბსურდის ირგვლივ რაღაც ლოგიკური მტკიცება გვიწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" არის აგონიაში," - განაცხადა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები