16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
"ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უკვე გადამდგარი იქნებოდა შესაბამისი სამსახურების უფროსები" - სალომე სამადაშვილი ფარულ ჩანაწერებზე 

პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს.

სალომე სამადაშვილი მომხდარ ფაქტს მასშტაბური კანონდარღვევას უწოდებს, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კი ოპოზიციის ნაწილი სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს. სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარების აუცილებლაზე საუბრობს სალომე სამადაშვილიც. 

"როდესაც ჩვენ ვნახეთ მასშტაბური კანონდარღვევის ამსახველი მასალა საჯარო სივრცეში, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უკვე გადამდგარი იქნებოდა შესაბამისი სამსახურების უფროსები, მაგრამ ის, რომ პარლამენტის წევრები დღეს ბედავენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საერთოდ სხდომა უნდა იქნას თუ არა მოწვეული და სუს-ის ხელმძღვანელი უნდა მოვიდეს თუ არა პარლამენტში, ეს კიდევ ერთხელ არის ძალიან ცხადად ნიღბის ჩამოხსნა "ქართული ოცნების" მხრიდან. არ ვიცი, კიდევ თუ სჭირდებათ რაიმე ნიღბის მოხსნა, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში ფაქტიურად ჩამოანგრია სახელმწიფო, ჩამოანგრია ყველანაირი დემოკრატიული საწყისები ჩვენი ქვეყნის.

ის კი არ არის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებს უსმენენ, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, თქვენც, მეც მისმენენ, ტელევიზორში ვინც ჩანს ოდესმე,  ვიცით, რომ ქვეყანაში ეკლესია და პატრიარქი  არის ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუცია. პატრიარქს, მის უშუალო გარემოცვას, სასულიერო პირებს მუდმივ რეჟიმში უსმენს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზუსტად ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

 

დღის ამბები