ვის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო ფარული მიყურადების კადრების გავრცელება - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ეს იმის ინტერესებშია, ვისაც წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევა უნდა. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ეს იმის ინტერესებშია, ვისაც წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევა უნდა. ჩვენი გუნდის მხრიდან ამის გავრცელება იქნებოდა მხოლოდ თვითდამაზიანებელი და უშედეგო. შესაბამისად, ეს მასალა რომ გავრცელებულია არა ხელისუფლების მიერ - ეს ფაქტია. არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და არსებობს სხვა ოპოზიციური ჯგუფები. ეს ოპოზიციიდან სჭირდებოდა ვიღაცას არჩევნების წინ,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.