პოლიტიკურმა პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება" - სუს-ის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ვიცე-მერობის კანდიდატ ცოტნე კობერიძესთან და მაჟორიტარობის 2 კანდიდატთან, ბორის ყურუასა და ნიკა მოსიაშვილთან ერთად, უწყების შენობასთან მიიყვანა კუთვნილი, "შკოდას" მარკის ავტომობილი, შემდეგ კი დალეწა.
მათი თქმით, "შკოდა" სუს-ის სიმბოლოა და სწორედ ამგვარად განადგურდება ის არჩევნების შემდგომ.
პოლიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები, სავარაუდოდ, ხულიგნობის მუხლით დააკავა. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, პოლიცია მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება, რასაც "გირჩი - მეტი თავისუფლებას" წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.
ავტორი: ავთო გვასალია