"ლელოს" ლიდერებს მიაჩნიათ, რომ არსებობს "კალაძის პარალელური თბილისი". ასეთ თბილისში კი არის უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა და ონკოლოგიური დაავადებების უმძიმესი სტატისტიკა. "ლელოს" მერობის კანდიდატი თბილისის მოქმედ მერს ტყუილში ადანაშაულებს.
ანა ბიბილაშვილის თქმით, ინფორმაცია, თითქოს ქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა სიცრუეა.
"ქალაქში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ურბანული განვითარება, მწვანე პოლიტიკა ქალაქში უნდა გამოსწორდეს,"- აცხადებს ბიბილაშვილი.