16 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ხმაური აჭარაში - არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ბანერების დაზიანების ბრალდებით ენმ-სა და "ოცნებას" შორის მორიგი ინციდენტი მოხდა

ხმაურიანი პროცესები იყო დღეს აჭარაში სადაც რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ურთიერთბრალდებები კვლავ "ქართული ოცნებიდან" და "ნაციონალური მოძრაობიდან" ისმის.

მმართველი პარტია ოპონენტებს ხელვაჩაურის შტაბში შეჭრასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. საპასუხოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" ირწმუნებიან, რომ ინციდენტის საწყისი მათი კანდიდატის ბანერების დაზიანება იყო და "ოცნების" ოფისში სწორედ ამ ფაქტის გამო მივიდნენ.

კიდევ ერთი ინციდენტი მმართველი პარტიის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოხდა.

საარჩევნო შეხვედრაზე, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი უძღვებოდა. მმართველი გუნდის განმარტებით, ზაზა დიასამიძის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, პარტიაში ამბობენ, რომ მიხეილ ბოლქვაძე შეხვედრაზე ოჯახის წევრებთან, არასრულწლოვან შვილთან და თანაგუნდელებთან ერთად მივიდა.

ბრალდებებს მალევე უპასუხა "ნაციონალურმა მოძრაობამ", სადაც თქვეს, რომ აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას სწორედ მმართველი პარტია ატარებს.

დღის ამბები