"ქართული ოცნების" დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები გააცნო და იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა. გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ადგილობრივების მოსაზრებებიც მოისმინა.
"ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა, გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე, კიდევ უფრო მეტი სპორტული ობიექტი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, არც ერთი დაუმთავრებელი მშენებლობა და დაზარალებული ოჯახი ჩვენს ქალაქში," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.