თვითმმართველობის არჩევნების გარდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და ოკუპაციის საკითხებსაც განიხილავენ. სწორედ ეს იყო მთავარი თემა საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე.
მინისტრმა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებზე და ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებს და ამ კონტექსტში ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე.