ანა დოლიძემ და პარტია "ხალხისთვის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელიას მთაზე უკანონო მშენებლობები გააპროტესტეს. აქციაზე აღინიშნა, რომ უკანონო მშენებლობების ადგილზე მწვანე სივრცე უნდა იყოს მოწყობილი.
ტერიტორია საჯარო რეესტრის მონაცემებში სწორედ ასეა მონიშნული და გარდა ამისა მოსახლეობის მოთხოვნაც სწორედ რეკრეაციული სივრცის შექმნაა.
ანა დოლიძის განმარტებით, მან ორჯერ გამოიძახა ზედამხედველობის სამსახური და უკანონო მშენებლობის შეჩერება მოითხოვა, თუმცა ამას რეაგირება არ მოყოლია.
"არაერთხელ ჩვენ გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, სამსახური მოდის, გააჩერებს მშენებლობას, მაგრამ მშენებლობა მერე ჩვეულებრივ აღდგება, რაც ტოვებს ეჭვს, რომ მსგავს სიტუაციებში მერიის რაღაც დონეზე შეიძლება იერარქიაში არის გარიგება მსგავსი ტიპის მტაცებელ მშენებლებთან, რომლებიც ეძებენ საჯარო ტერიტორიებს, იკავებენ და აკეთებენ უკანონო მშენებლობას," - განაცხადა ანა დოლიძემ.