16 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა და ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქცია გამართეს

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

ირაკლი ბებუას დედის ინფორმაციით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა მისი გათავისუფლებაა.

"ერთადერთი მოთხოვნაა, ჩემი შვილის ირაკლის გათავისუფლება. ღარიბაშვილთან განცხადება შევიტანე და არანაირი რეაგირება არ არის 2 თვეა და გვაინტერესებს რას მოქმედებენ და რას არა. ბავშვს ისეთი პრობლემები აქვს, კუჭი მაგას სტკივა, ხერხემალი სტკივა, С ჰეპატიტი აქვს და ნერვოზიც აქვს," - აცხადებს ირაკლი ბებუას დედა.

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ელჩებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციას აპირებს.

"ეს არის მწვავე ჰუმანიტარული საკითხი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან შეიძლება ბევრად უფრო საგანგაშო რეჟიმში მუშაობა. მეც ვაპირებ ელჩებთან კომუნიკაციას ამ თემაზე, რომ ეს არ ითმენს უბრალოდ და აუცილებელია, რომ გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას არაღიარებული რეჟიმის მიერ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 

დღის ამბები