16 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
მუდმივად გვესმის ბრალდებები, თუმცა არასდროს მტკიცდება ხოლმე - ირაკლი კობახიძე "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ბრალდებებს პასუხობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის" ბრალდებებს გამოეხმაურა და ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

"ასეთი ბრალდებები მუდმივად ისმის, ყოველი არჩევნების წინ. თუ ვინმეს აქვს რაიმე ფაქტი და სადმე არის კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები და ნებისმიერმა ასეთმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის სამართალდამცველ უწყებებს. მე ბუნებრივია რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.

მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ბრალდებები არასდროს არ მტკიცდება ხოლმე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" მმართველ პარტიას ძალადობაში ადანაშაულებს. პარტიაში აცხადებენ, რომ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ - ნიკა საკანდელიძის მიმართ "ქართული ოცნების" ოფისში მორალური ძალადობა განხორციელდა. ეს კი მისი კანდიდატურის მოხსნას ემსახურებოდა. ”სტრატეგია აღმაშენებელი” ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

დღის ამბები