16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოხდეს არასამთავრობო სექტორის გაშავება - საიას თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საია-ს სარჩელთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

როგორც სიმონიშვილი აცხადებს, ბრალდებები არასამთავრობო სექტორის გაშავებას ემსახურება.

"ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს არასამთავრობო სექტორის გაშავება და პოლარიზების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება იმისთვის, რომ ჩვენს დასკვნებს, რომელსაც ძალიან მაღალი სანდოობა აქვს, რაიმე ფორმით ცდილობენ ძალა დაუკარგონ, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა.

მცდარია ის ინფორმაცია თითქოს ჩვენ საკანონმდებლო პროცესში ვიყავით ჩართულები, რომლის დროსაც ის ჩანაწერები გაჩნდა, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ. ეს ჩანაწერი პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მესამე მოსმენაზე გაჩნდა," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კანონთან დაკავშირებით საიას საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. აღნიშნული სარჩელით საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების  საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას. 

დღის ამბები