16 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ყველა, ვინც იყო ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე - ხატია დეკანოიძე მეგის ქარდავაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ძალოვანი უწყებების გადაცდომებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისმა პარტიამ 2012 წელს აიღო.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც  საკანონმდებლო ჩარჩოებს არღვევდა, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს.

ეს განცხადება დეკანოიძემ მეგის ქარდავასთან დაკავშირებით გააკეთა. 

"იმ ძალიან მნიშვნელოვან შეცდომებსა და გადაცდომებზე, რაც უკავშირდებოდა ძალოვან უწყებებს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია და ყოველთვის იქნება, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ 2012 წელს.

შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მოსაზრებით, ყველა ადამიანი, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე," - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები