16 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები უნდა დაბრუნდეს - NCDC კომპანია "ალმას" მიმართავს

თბილისსა და რეგიონებში გაკრული ბანერების შინაარსის შესაბამისობას საარჩევნო ადმინისტრაცია შეისწავლის. ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ბანერებზე მოკვლევა ცესკომ უკვე დაიწყო. ადმინისტრაციას საჩივრით "სამართლიანმა არჩევნებმა" და ელენე ხოშტარიამ მიმართეს. მათი არგუმენტით, სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ. ცესკომ საკითხზე გადაწყვეტილება ათდღიან ვადაში უნდა მიიღოს.

მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბანერების ამ შინაარსით ქუჩებში განთავსება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი პოლარიზაციით საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს.

ოპონენტების ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ბანერების გაკვრასთან კავშირის უარყოფენ, თუმცა სლოგანების შინაარსს იზიარებენ.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იმ კომპანიას მიმართა, რომელიც ბანერების განთავსებაზეა პასუხისმგებელი. ამირან გამყრელიძე "ალმას" მოუწოდებს სარეკლამო დაფებზე დაუყოვნებლივ დააბრუნოს ვაქცინაციის წამახალისებელი სააგიტაციო მასალა. დღესვე განცხადება გაავრცელა კომპანიამაც. ტექსტში განმარტებულია, რომ ბანერების შინაარსსა და დიზაინთან კავშირში არ აქვთ და მათი ფუნქცია ბილბორდზე დამკვეთისგან მიღებული სარეკლამო ბანერის მხოლოდ განთავსებით შემოიფარგლება.

დღის ამბები