საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. გაეროში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება.
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები კოვიდ პანდემიის პერიოდში ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. საქართველოს მთავრობის მეთაური სესიაზე სიტყვით პარასკევს გამოვა. უკვე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნიდან საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
მანამდე კი პრემიერ მინისტრს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ავსტრიის კანცლერთან, ასევე ლიეტუვის, თუქეთის და პოლონეთის პრეზიდენტებთან.