16 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
თუ აქვთ რა თქმა უნდა, წარუდგინონ პროგრამები საზოგადოებას - კალაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - ამის შესახებ თბილისის მერმა აღნიშნა. კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინოს.

თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" განაცხადა, რომ ამომრჩევლებს ყოველდღიურად ხვდება და ისმენს მათ პრობლემებს, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურადაც.

"წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა თავიანთი პოლიტიკური ხედვები, საარჩევნო პროგრამები, თუ აქვთ რა თქმა უნდა, წარუდგინონ საზოგადოებას, ჰქონდეთ შეხვედრები, კომუნიკაციები და ა.შ.

მე მაქვს ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც პირდაპირი, ასევე ვირტუალურ "ფეისბუკ" სივრცეში. ძალიან ბევრი საინტერესო იდეები მოდის, ასევე ვსაუბრობთ გამოწვევებზე, პრობლემებზე," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება.

დღის ამბები