შეხვედრა ჭიდაობის ფედერაციასთან - კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ფედერაციის პრეზიდენტს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრმა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობის პროცესში სამინისტროს სამი ძირითადი მიმართულება აქვს - უმაღლესი მიღწევები, მასობრიობა და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა პროექტში.