16 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი საუბრები იწერებოდა"- საქალაქო სასამართლოში თინა ბოკუჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გავრცელებულ ფარულ ფაილებთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავა გამოკითხვა მიმდინარეობს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა. 

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი საუბრები იწერებოდა. რეალურად, საუბარია არამხოლოდ ერთი პოლიტიკოსის, დეპუტატის, მიყურადებაზე, არამედ სისტემურ, მასშტაბურ, უკანონო მოსმენებზე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არცერთი პროფესიის წარმომადგენელი არ არის დაცული და, ბუნებრივია, უნდა გამოიძიონ. მე, რა თქმა უნდა, ამ პროკურატურის და სასამართლოს იმედი არ მაქვს,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

დღესვე ამ საქმეზე პროკურატურაში მივლენ ბადრი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია.

დღის ამბები