16 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და გაეროში დაგეგმილ სიტყვით გამოსვლას დეპუტატები აფასებენ

პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და გაეროში დაგეგმილ სიტყვით გამოსვლას დეპუტატები აფასებენ. "ქართულო ოცნებაში" აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მთავარ აქცენტს მსოფლიოს და საქართველოს გამოწვევებზე გააკეთებს. 

"პრემიერი 24 სექტემბერს გამოდის გაეროზე სიტყვით, იქ შეეხება იმ გამოწვევებს, რაც აქვს მსოფლიოს, რაც აქვს მათ შორის საქართველოს. ეს არის პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები, მათ შორის არის საუბარი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაზე. მანამდე არის მნიშვნელოვანი შეხვედრები. თქვენ იცით, რომ ავსტრიის კანცლერის ინიციატივით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც მიწვეულ იქნა ჩვენი პრემიერ მინისტრი, მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ასევე, მიწვეული იყო იმ პლატფორმაზე, სადაც, ასევე, განხილული იყო ცალკეული რეფორმები,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები