უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურას მიმართავს, ის საგამოძიებო უწყებისგან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას მოითხოვს. მისი განმარტებით, ფარული ჩანაწერები ავთენტური არ არის და ხელისუფლების რეპუტაციის შელახვისკენაა მიმართული.
"ყველაზე დიდი ნაწილი, რაც ამ ჩანაწერებში იყო, იყო ტყუილი. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი ვთქვათ, ჩემს წინააღმდეგ ის, რომ გამოეწვია იქ მოხსენიებულ ადამიანებთან დაპირისპირება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ - ყველაზე უფრო დიდი მიზანი ალბათ, რაც ამას ჰქონდა, განცდა საზოგადოების, რომ აი გვისმენენ. გაუგებარი იყო რატომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ხელისუფლების ინტერესებში, როდესაც ყველაზე სერიოზული დარტყმა ამ ჩანაწერების გავრცელებით სწორედ ხელისუფლებამ მიიღო," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.