"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "ენკას" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ნამახვანჰესის" საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის.
"ეს წინასწარი შეტყობინება შეწყვეტად, რა ინფორმაციაც ამ წუთას მაქვს, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების ისეთი საფუძველი, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ ჯდება.
მედიაციის პლატფორმის შედეგებზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელოთ. ჯერჯერობით ეს არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი საკითხი, როგორც მე ვიცი ამ წუთის მონაცემებით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.