16 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
პროტესტმა შედეგი გამოიღო - ვარლამ გოლეთიანი "ენკას" გადაწყვეტილებაზე 

"ენკას" გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თურქული კომპანია რიონის ხეობაში "ნამახვანჰესს" სავარაუდოდ აღარ ააშენებს, ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა.

როგორც "რიონის ხეობის მცველი" "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, თითქმის უწყვეტი აქციების მონაწილეთა პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო.

"ნამდვილად მიღწეული შედეგი არის და მთელმა ამ პროტესტმა შეიძლება ითქვას, რომ გამოიღო შედეგი, თუ ეს ასეა ბუნებრივია და საბოლოო ჯამში ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ეხება კანონმდებლობის გაჯანსაღებას ამ მიმართულებით ისე, რომ არ მივიღოთ შემდგომ ისეთი გამოვლინებები, როგორიც ნამახვანი იყო.

ველოდებით დადასტურებას რამდენად სიმართლეა იმიტომ, რომ ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც „ენკას“ უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინისტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ეს ხელშეკრულება, ამიტომ არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ.

თუმცა, ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, სანამ არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი აქედან და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით იმიტომ, რომ ნდობა ახლა ბუნებრივია სიტყვაზე "გადის" და ჩვენ აქედან დავიშალოთ, წავიდეთ - ეს რა თქმა უნდა ასე არ იქნება არც სწორი და არც საქმისთვის მიზანშეწონილი. ამიტომ, დავაკვირდებით პროცესებს როგორ განვითარდება," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები