ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მე-4 დღე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიო გუტიერეშს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა გაეროსა და გენმდივნის პერსონალური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ჟენევის დისკუსიებში გაეროს როლზე. აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობა.