მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორის რაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რევაზ სოხაძემ ამომრჩეველს კახი კალაძის 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისივე თქმით, სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს დაუკანონდათ პირველად თბილისში დევნილებს საცხოვრებელი ფართი ახალაშენებულ კორპუსებში.