"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის - კარლ ჰარცელის შეხვედრა დაიწყო.
როგორც ცნობილია, შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა, ბოლო დროს გავრცელებული ფარული მიყურადების ფაქტებია.
ევროკავშირის ელჩს დღეს, სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეხვდებიან.
კარლ ჰარცელთან დაგეგმილია "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოსა" და "მესამე ძალის" წარმომადგენლების მოლაპარაკებები.