16 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერები ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

"მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებელის" ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, მათ მოსახლეობას წინა საარჩევნო გეგმები და ხედვები გააცნეს. ასევე ისაუბრეს კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზებზე.

ვაშაძის თქმით, საჭიროა ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ორპოლუსიანობა და პოლიტიკა გახდეს ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული.

"ჩვენ ვართ საქმეზე ორიენტირებულები, გვინდა რომ დაპირისპირება დავასრულოთ, გვინდა რომ სიძულვილის ენა დავასრულოთ და მივხედოთ იმ უამრავ პრობლემას, რომელიც ხალხს აწუხებს და სწორედ ამიტომ გვაქვს კარგი ენერგია საქართველოს მოქალაქეებთან, ამიტომაც ჩვენი მხარდაჭერა გაიზრდება," - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები