16 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ეს ბიზნესის დატერორებაა და ვინც ამას აკეთებს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამ ბიზნესში დასაქმებული ამომრჩევლების ხმებს კარგავს - ვლადიმერ პაპავა ე.წ. "სისხლიან ბანერებზე"

ეკონომისტი ვლადიმერ პაპავა, სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში გამოკრული ბანერები, რომლებზეც ოპოზიციონერები არიან გამოსახული, სიმართლის ამსახველია და საზოგადოების მხრიდან შემსრულებელი და დამკვეთი კომპანია, ბულინგის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.

ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ აქ მთავარი საკითხია, რამდენად კანონიერად მოხდა სარეკლამო დაფებზე ბანერების განთავსება.

"ჩემთვის ეს უფრო მორალური მხარეა, ბიზნესის დატერორების საქმე. ვინც ამას აკეთებს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამ ბიზნესში დასაქმებული ამომრჩევლების ხმებს კარგავენ. "ვისოლი" გაყიდის კარგი ხარისხის საწვავს და მომხმარებელი მისგან მაინც იყიდის საწვავს, თუმცა ეს რაც ხდება არის ფსიქოლოგიური ტერორი. ეს შეიძლება სახელმწიფო ტერორშიც გადაიზარდოს, თუ ეს ხალხი რაღაც ფორმით შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას,"- აცხადებს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ვლადიმერ პაპავა.

დღის ამბები