სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის "ქართული ოცნების" კანდიდატი ლილოში, სოფელ წინუბნისა და ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა.
რევაზ სოხაძემა ადგილობრივებთან საუბრისას ძირითადი გამოწვევები გამოკვეთა, რაც ამ დროისთვის ყველაზე მწვავედ დგას. მათ შორის აღინიშნა სანიაღვრე სისტემების, გზების და სკვერების რეაბილიტაციის საკითხები. კანდიდატმა ასევე ისაუბრა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის დამატების აუცილებლობაზე.