გიორგი ვაშაძემ ისნის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი თეონა ჭალიძე წარუდგინა. "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის" კანდიდატი ამომრჩეველს სოციალური პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.
"მესამე ძალა, სტრატეგია აღმაშენებელი" ნომერი 1, ეს არის იმ უკიდეგანო განუვითარებლობიდან განვითარებისკენ სვლა რომელიც ახლა ქვეყანაშია და ბევრი საქმის კეთება ხალხისთვის," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.