16 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"ლისის ტბა შრება" - ანა დოლიძე ტბის ძველი არხების აღდგენას მოითხოვს

"ლისის ტბა შრება" - ამ ლოზუნგით, პარტიამ "ანა დოლიძე - ხალხისთვის" აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეს თბილისის მერია ყურადღებას არ აქცევს. 

ანა დოლიძე, ტბის წყლის რესურსით მომარაგებისთვის, ძველი არხების აღდგენას მოითხოვს. მერიაში კი აცხადებენ, რომ ლისის ტბაზე შესაბამისი კვლევების ჩატარება უკვე დაგეგმილის.

"კარგად ჩანს, თუ რა დღეშია ლისის ტბა და მისი დონეა კატასტროფულად დაწეული. თავისი ბუნებრივი კვებით ლისის ტბა ვერ გადარჩება, ეს ისტორიულად ასეა და საჭიროა გაწმენდა იმ ძველი არხების, რომლითაც ხორციელდებოდა ლისის ტბის კვება დამატებითი წყლის რესურსით," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ხალხისთვის", ალექსანდრე რატიშვილმა.

დღის ამბები