"ლელოს" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი თაზო დათუნაშვილი, "ქართული ოცნებიდან" მის კონკურენტს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ლევან ჯაფარიძე იგებდა ტენდერებს, რომელსაც მის კომერციულ ინტერესებს არგებდნენ.
ერთ-ერთ მაგალითად, "ლელოს" კანდიდატი 2018-2019 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ, ჯამში, ნახევარმილიონიან ტენდერებს ასახელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ჯაფარიძემ საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ივანაშვილის დახმარებით მოიგო.